|
საჯარო სკოლა #17

საჯარო სკოლა #17 პროგრამაში "ჯანმრთელი ცხოვრების წესი" მონაწილე 100 საშუალო სკოლიდან ერთ - ერთია. მასში 450 მოსწავლეა და ამ რაოდენობით მიხედვით იგი საშუალოს მაჩვენებელს უახლოვდება. განსაკუთრებული კი მე-17 სკოლა იმითაა, რომ აქტიურადაა ჩართული "ჯანმრთელი ცხოვრების წესში".
სკოლა #17, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, პროგრამას "ჯანმრთელი ცხოვრების წესი" 2004 წელს შეუერთდა. დეტალური შერჩევითი პროცესის შედეგად საგანგებო ტრენინგისათვის შეირჩა 4 მასწავლებელი, რომელთა ჯამური პედაგოგიური გამოცდილება 65 წელია. სკოლის დირექტორის სრული მხარდაჭერითა და სკოლის პრინციპებიდან გამომდინარე, 2007 წელს პროგრამაში მე-8-11 კლასის მოსწავლეთა 80%-მა მიიღო მონაწილეობა. მე-17 სკოლის თორმეტი მოსწავლე სერტიფიცირებული "თანატოლი ლიდერი" გახდა. მე-17 სკოლამ თავისი განსაკუთრებული სტატუსი 2007 წლის ასპარეზობაზე "ჯანმრთელი სხეულში ჯანმრთელი სული" მე -2 ადგილის დაკავებით გაიმყარა. ტელეარხმა "იმერული", რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ადგილობრივი ტელეკომპანიაა, მე-17 სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებელს საგანგებო გადაცემა მიუძღვნა.
თანდათანობითი სტიმულირების ეფექტი
ბევრმა "თანატოლმა ლიდერმა" მე-17 სკოლიდან გამართა საკუთარი სესიები ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის. ამ ნიჭიერმა მოსწავლეებმა თავის სამეზობლოებში მოიტანეს დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება. მცირე / სოფლის სკოლები, ამ "თანატოლი ლიდერების" წყალობით "ჯანმრთელი ცხოვრების წესის" პროგრამის დადებითი გავლენის ქვეშ მოექცნენ.
ბევრ საშუალო სკოლაში და მითუმეტეს სკოლა #17-ში, "ჯანმრთელი ცხოვრების წესის" პროგრამა ფუნქციონირებს, როგორც გაკვეთილების შემდგომი სასწავლო კურსი. "ჯანმრთელი ცხოვრების წესის" მასწავლებლები გაკვეთილების შემდეგ ყოველდღე ანაზღაურების გარეშე რჩებიან სკოლაში სამ საათს "ჯანმრთელი ცხოვრების წესის" მასალების გასავრცელებლად. ამ პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართვის შედეგად, მათ ნაკლები დრო რჩებათ ისეთი მავნე მიდრეკილებებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკები და ბანდები.
ჯგუფური ფსიქოთერაპიის წყალობით, მოსწავლეები გაცილებით კომფორტულად გრძნობენ თავს პირად პრობლემებზე საუბრისას არა მხოლოდ მასწავლებლებთან, არამედ თავის მშობლებთანაც.
"ჯანმრთელი ცხოვრების წესის" დანერგვამდე მოზარდებმა საქართველოში პრაქტიკულად არაფერი იცოდნენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მავნებლობაზე. ამის ერთი პიკანტული მაგალითია მე-17 სკოლის მეცხრეკლასელი გოგონა. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან თავისი პირველი ურთიერთობის რამდენიმე კვირის შემდეგ იგი სერიოზულად ფიქრობდა გათხოვებას. ნაადრევი ქორწინების მოდულზე დასწრების შემდეგ კი მან გადაწყვიტა, რომ მისთვის უმჯობესი იქნებოდა გადაედო გაქორწინება. მრჩევლებმა/მასწავლებლებმა ამ მეცხრეკლასელთან განიხილეს გართულებები, რომლებიც დაკავშირებულია ადრეულ ასაკში ორსულობასთან და ადრეული ქორწინებასთან დაკავშირებული პირადი პრობლემები. მათი უშუალო, არაფორმალური მიდგომის წყალობით, ეს მოსაწავლე ახლა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს.
მამის უბრალო ქმედება ახალდაბადებული შვილის სიცოცხლის ჯანმრთელი დასაწყისის უზრუნველსაყოფად
ციტატა: "შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ აღვწერო ის მომენტი, როდესაც ჩემი ქალიშვილი ჩემს მკერდზე მოათავსეს. ეს გრძნობა ბედნიერებაზე მეტია".
მერაბ კინწურაშვილი, დასავლეთ საქართველოს 36 წლის მცხოვრები, და მისი ცოლი, თეონა კიკოლიაშვილი, შვილს 12 წლის განმავლობაში ელოდნენ. როდესაც ეს დიდი ხნის ნანატრი დღე დადგა, ეს მომენტი დაუვიწყარი იყო არა მარტო მერაბისა და მისი მეუღლისთვის, არამედ დედათა და ბავშვთა რეგიონალური სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის მთელი კოლექტივისთვის. მერაბი ერთერთი პირველი მამაკაცია დასავლეთ საქართველოში, ვინც თავის ახალშობილ შვილთან უშუალო კონტაქტი განახორციელა ჰიპოთერმიის თავიდან ასაცილებლად.
გასული წლის განმავლობაში USAID მუშაობას ეწეოდა ადგილობრივ სამშობიარო სახლებში, რათა ხელი შეეწყო საქართველოში თბილი ჯაჭვის დამკვიდრებისთვის, რაც ახალშობილთა ჰიპოთერმიასთან ბრძოლისთვისაა საჭირო. ჰიპოთერმია უკიდურესად საშიშია და საქართველოში ნევროლოგიური აშლილობის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. თუმცა სულ ადვილის ჰიპოთერმიის თავიდან აცილება მარტივი პროცედურებით, სპეციალური აღჭურვილობის გარეშე – მხოლოდ საბანი, ქუიდ და წინდების საჭირო. ახალშობილს დაუყოვნებლივ ათავსებენ დედის შიშველ მკერდზე და აფარებენ თბილს საბანს, ქუდს, აცმევენ წინდებსა და ხელთათმანებს 2 საათის განმავლობაში. საკეისრო კვეთის - როგორც თეონას - შემთხვევაში ამ პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია მამას.
მიუხედავად თბილი ჯაჭვის სიმარტივისა, მას საქართველოში სისტემატურად არ იყენებენ. თუმცა, USAID-ის დახმარებით, თბილი ჯაჭვის პრაქტიკა დაინერგა ისეთ სამშობიარო სახლებში მშობიარობის მიღებისას, როგორიცაა დედათა და ბავშვთა რეგიონალური სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი. თბილი ჯაჭვისა და მშობიარობის მიღების სხვა უსაფრთხო პრაქტიკის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, USAID აფინანსებს ტრენინგებისა და პროგრამების ჩატარებას, რომლებიც ეწევიან საოჯახო სამშობიარო ბლოკებისა და ფეხმძიმობისა და მშობიარობის პროცესში მამაკაცთა მონაწილეობის წახალისების პროპაგანდას.
მშობიარობის დაწყებამდე ჯანდაცვის მუშაკი კონსულტაციას უწევს მამებს, მაგ. მერაბს, რომ უშუალო კონტაქტის საშუალებით შეიძლება ჰიპოთერმიისა და მომავალი ინფექციების თავიდან აცილება. მერაბმა მაშინვე მხარი დაუჭირა ამ იდეას და ისურვა ყველაფრის გაკეთება საკუთარი შვილის დასაცავად. ქალიშვილის დაბადების გახსენებისას, მერაბი ამბობს: “როგორც ვეტერინარი, თავს უხერხულად არ ვგრძნობდი საკეისრო კვეთაზე დასწრებისას. მაგრამ, ჩემის აზრით, სხვა მამაკაცებისთვის ეს შესაძლოა ძნელი იყოს და დასჭირდეთ მომზადება”. საქართველოში, ტრადიციულად, ოჯახის წევრებს არ აძლევენ მშობიარობაზე დასწრების უფლებას და გეხმძიმობისა და მშობიარობის პროცესში მამაკაცი განზე დგას, რაც პრობლემებს უქმნის ამ ინიციატივას და მერაბის მოქმედებას უფრო გულში ჩამწვდომს ხდის.
მერაბისთვის ქალიშვილის დაბადება ახლა მისი ცხოვრების უდიდესი მოვლენაა. მერაბი რომ უშუალო კონტაქტის მომენტს იხსენებს, სიტყვებს ვერ პოულობს: "ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომ აღვწერო ის მომენტი, როდესაც ჩემი ქალიშვილი მკერდზე დამაწვინეს. ემოციებს ვეღარ ვიტევდი". მერაბი აპირებს პროპაგანდა გაუწიოს თბილი ჯაჭვის სიკეთეს. "რა თქმა უნდა, ყველა ჩემს ნაცნობ კაცს ვურჩევდი, რომ უშუალო კონტაქტი განეხორციელებინა". ამ გამოცდილებამ უზრუნველყო არა მარტო ჯანმრთელი დასაწყისი მისი შვილისთვის, არამედ ოჯახური კავშირებიც განამტკიცა. მერაბისთვის მისი ქალიშვილი – თეკლა – "ყოველთვის დარჩება მამიკოს პატარა გოგონად".
ფოტო მოგვაწოდა: USAID / ეკატერინე ფესტვენიძემ
ფოტოზე აღბეჭდილია: თბილი ჯაჭვის დადებითი ზემოქმედება, მერაბი და მისი შვილი სამშობიაროში, საქართველოში. |