Logo
USAID: From The American People
About Us
Technical Areas
Publication
Related Project
Maps
FAQ




Сontraception
01.01.1970
მამობა
მამობა

მამის მხარდაჭერა ორსულობა/მშობიარობაში

მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ მეუღლეების მხარდაჭერითა და თანადგომით მამაკაცები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობასა და გამოსავალში (Dუდგეონ & Iნჰორნ, 2004). ლიამპუტ-ტონ & აკსოოკი (2002) მაგალითად, მიუთითებენ, რომ ქალები მაღალ შეფასებას აძლევენ მამაკაცების მხარდაჭერას ორსულობისა და მშობიარობის პროცესში. ეს მხარდაჭერა გულისხმობს როგორც ფსიქოლოგიურ დახმარებას მშობიაროობის დროს, ასევე პასუხისმგებლობის გაზიარებას ბავშვის მოვლაზე მისი დაბადების მომენტიდან.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევებით დადგენილია, რომ მომავალ მამებს ორსული მეუღლეებისათვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური, ემოციური და მორალური დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ. მაგალითად, Kროელინგერის (2000) გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცების მეტი ჩართულობა ორსულობის პროცესში დადებითად მოქმედებს ქალისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე. ორსულობასთან დაკავშირებული სხვა კვლევების შედეგებიც მიუთითებს მამაკაცის მხარდაჭერასა და ქალის ჯანმრთელობას შორის კავშირზე. Pაგელ ეტ ალ. (1990) და Mუტალე ეტ ალ. (1991) მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენეს, რომ მეუღლის ან ოჯახის მხრირდან მხარდაჭერის დეფიციტი უაღრესად ნეგატიურად მოქმედებს ნაყოფის ზრდაზე.

კვლევების მიხედვით, მამაკაცების ყოფნა სამშობიარო ბლოკში ამცირებს მშობიარობის ხანგრძლივობას და ეპიდურალური ანესთეზიის სიხშირეს (Bერრყ, 1988).






მშობიარობაზე კომპანიონის დასწრება, როგორც დასტურდება, ხელს უწყობს აგრეთვე მშობიარის ტკივილების, შიშისა და დაღლილობის შემცირებას (Kენნელლ ეტ ალ., 1991; შომერს-შმიტჰ, 1999) და უფრო მტკიცეს ხდის ურთიერთობას მომავალ მშობლებს შორის (Bობდას-შალონენ, 1998).

Family oriented childbirth
Emergency Contraception
Birth Control Methods
Danger signs