|
მამობა
მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ მეუღლეების მხარდაჭერითა და თანადგომით მამაკაცები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობასა და გამოსავალში (Dudgeon & Inhorn, 2004). ლიამპუტ-ტონ და აკსოოკი (2002) მაგალითად, მიუთითებენ, რომ ქალები მაღალ შეფასებას აძლევენ მამაკაცების მხარდაჭერას ორსულობისა და მშობიარობის პროცესში. ეს მხარდაჭერა გულისხმობს როგორც ფსიქოლოგიურ დახმარებას მშობიაროობის დროს, ასევე პასუხისმგებლობის გაზიარებას ბავშვის მოვლაზე მისი დაბადების მომენტიდან.
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევებით დადგენილია, რომ მომავალ მამებს ორსული მეუღლეებისათვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური, ემოციური და მორალური დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ. მაგალითად, კროელინგერის (2000) გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცების მეტი ჩართულობა ორსულობის პროცესში დადებითად მოქმედებს ქალისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე. ორსულობასთან დაკავშირებული სხვა კვლევების შედეგებიც მიუთითებს მამაკაცის მხარდაჭერასა და ქალის ჯანმრთელობას შორის კავშირზე. Pagel et al. (1990) da Mutale et al. (1991) მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენეს, რომ მეუღლის ან ოჯახის მხრირდან მხარდაჭერის დეფიციტი უაღრესად ნეგატიურად მოქმედებს ნაყოფის ზრდაზე.
კვლევების მიხედვით, მამაკაცების ყოფნა სამშობიარო ბლოკში ამცირებს მშობიარობის ხანგრძლივობას და ეპიდურალური ანესთეზიის სიხშირეს (Bobdas-Salonen, 1998).
მშობიარობაზე კომპანიონის დასწრება, როგორც დასტურდება, ხელს უწყობს აგრეთვე მშობიარის ტკივილების, შიშისა და დაღლილობის შემცირებას (Kennell et al., 1991; Somers-Smith, 1999) და უფრო მტკიცეს ხდის ურთიერთობას მომავალ მშობლებს შორის (Bობდას-შალონენ, 1998). |