- მთავარი
- /
- ახალშობილის თერმული დაცვა
ახალშობილის თერმული დაცვა
ახალშობილის თერმული დაცვა წარმოადგენს იმ ზომებს, რომელიც უნდა იყოს მიღებული ბავშვის დაბადებისთანავე და მისი არსებობის პირველი დღეების განმავლობაში იმისათვის? რომ არ მოხდეს მისი გაცივება ან გადახურება და შენარჩუნდეს მისი ნჯრმალური ტემპერატურე 36,5 – 37,5 C.
დიდისგან განსხვავებით, ახალშობილი ვერ არეგულირებს თავისი სხეულის ტემპერატურას, და ამიტომ საჭიროებს დაცვას სიცივისგან და სიცხისგან. რაც უფრო პატარაა ახალშობილი, მით უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფება ის. თერმული სტაბილურობა ვითარდება ბავშვის წონის ზრდასთან ერთად.
დაბადების მომენტში ბავშვი ტოვებს დედის საშვილოსნოს, სადაც ტემპერატურა 38 C შეადგენს, და იმ წამსვე იწყებს სითბოს დაკარგვას, რაც ოთხი სხვადასხვა გზით ხდება. ძირითადი სითბოს დაკარგვა ხდება ბავშვის ამნიოტიკური სითხის აორთქლების გამო. თუმცა, სითბო ასევე იკარგება თუ ბავშვი მოთავსებული იქნა ცივ ზედაპირზე (მაგალითად, მფგიდაზე, სასწორზე ან ცივ ლეიბზე); კონვეკციის გზით, თუ ბავშვი ბევრად უფრო ცივ გარემოში ჩდება; ბავშვის გარშემო მყოფ ნივთებზე სითბოს გამოსხივების გამო (მაგალითად კედელი ან ფანჯარა) იმ შემთხვევაშიც კი თუ ბავშვი მათ უშვალოდ არ ეხება. სითბოს დაკარგვა, აგრეთვე, ჰაერის მოძრაობის გამო ხდება და ორპირში ბავშვი შეილება 30 C ტემპერატურაზეც გაცივდეს.
23 c -ზე გაჩენილი ტიტველი ბავშვი კარგავს იმდენივე სითბოს, რაც ტიტველი უფროსი 0 c-ზე.
ძირითადი გაცივება ცხოვრების პირველ წუთებში ხდება. თერმულად დაუცველი ახალშობილმა ცხოვრების პირველი 10-20 წუთის განმავლობაში შეიძლება დაკარგოს იმდენი სითბო, რომ მისი სხეულის ტემპერატურა 2-4 C-ით შემცირდება, და თუ უახლოესი საათების განმავლობაში არ იქნება მიღებული სათანადო ზომები, ამას სითბოს მნიშვნელოვანი დაკარგვა მოყვება. ამ პროცესის გაგრძელების შემთხვეაში ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ჰიპოთერმია.
ჰიპოთერმიული ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფება, განსაკუთრებით თუ ის პატარა და სუსტია. თუ სითბოს დაკარგვა შეჩერებულია, ბავშვს მეტი შანსი აქვს დარჩეს ჯანმრთელი, ხოლო თუ ის უკვე ავად არის – გადარჩეს.
ბავშვის სითბოს შენარჩუნების დროს მნიშვნელოვანია არ მოხდეს მისი გადახურება. ზემოთ მოყვანილმა მექანიზმებმა შეიძლება საპირისპიროდ იმოქმედონ და გამოიწვიონ ჰიპერთერმია. მიუხედავად იმისა, რომ ის იშვიათად გვხდება, ჰიპერთერმია ისეთივე საშიშია, როგორც ჰიპოთერმია.
ბავშვის თერმული დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და არ არის რთული. არ ააქვს მნიშვნელობა თუ სად გაჩნდა ბავშვი, სახლში თუ კლინიკაში, პრინციპები ერთი და იგივეა. ვინაიდან სითბოს ძირითადი დაკარგვა ცხოვრების პირველ წუთებში ხდება, მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება.
“სითბური ჯაჭვი” – არის ურთიერთდაკავშირებული პროცედურების ჯაჭვი, რომელთა განხორციელება ბავშვის დაბადების თანავე და მომდევნო საათების და დღეების განმავლობაში უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ახალშობილის მიერ სითბოს დაკარგვა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ერთი პროცედურის შეუსრულებლობამაც შესაძლოა გაწყვიტოს ჯაჭვი და ბავშვის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენოს.
“სითბური ჯაჭვის” 10 ნაბიჯი;
• სამშობიარო ოთახის 25-28 C-მდე გათბობა
• ბავშვის დაუყონებლივ გამშრალება
• უშვალო კონტაქტი
• კვება ძუძუთი
• დაბანის და აწონვის გადადება
• სათანადო ტანსაცმელი და ლოგინი
• დედა და შვილი იმყოფება ერთად
• ბავშვის ტრანსპორტირება სითბოში
• სითბოს რეანიმაცია
• ტრეინინგი და ცოდნის ამაღლება
|