გადაუდებელი კონტრაცეპცია როდის გამოიყენება: დაუცველი სქესობრივი აქტის შემთხვევაში როდესაც ორსულობა არასასურველია და
არ გამოიყენებოდა კონტრაცეპციის მეთოდები (გაუპატიურების ჩათვლით)
მეთოდის გამოყენების მარცხი (პრეზერვატივი გაიხა ან ჩამოცურდა)
მეთოდის არასწორი გამოყენება (აბის მიღების გამოტოვება)
გადაუდებელი კონტრაცეპციის მოქმედების მექანიზმი:
არსებობს ერთზე მეტი მოქმედების მექანიზმი
ძირითადი მოქმედების მექანიზმია: ოვულაციის გადავადება ან არარსებობა თუ მეთოდი გამოკენებულია მენსტრუალური ციკლის პირველ ნახევარში ოვულაციამდე.
სხვა მექანიზმები ბოლომდე გაურკვეველია თუმცა სავარაუდოა:
ზემოქმედება ყვითელი სხეულის ფუნქციაზე.
საშვილოსნოს ყელის ლორწოს გასქელება.
ფალოპის მილებში კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდების გადაადგილების შეფერხება.
განაყოფიერების შეფერხება.
ცვლილებები ენდომეტრიუმში (თანამედროვე კვლევები არ ადასტურებს)
გადაუდებელი კონტრაცეფცია არ იწვევს უკვე არსებული ორსულობის შეწყვეტას.
დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ რაც უფრო ადრე იქნება გამოყენებული მეთოდი, მით უფრო მაღალია მისი ეფექტურობა ეფექტურობა.
აღნიშნულ ვებ გვერდზე მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და აუცილებლად არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებასა და პოზიციას.