Logo
USAID: From The American People
ჩვენს შესახებ
მენიუ
ტექნიკური მიმართულებები
მენიუ
პუბლიკაციები
მენიუ
რუქები
მენიუ
ხშირად დასმული კითხვები
მენიუ
English language Georgian language Russian language




კონტრაცეპცია

საშიშროების ნიშნები

აბორტისშემდგომი მოვლა – საშიში ნიშნები აბორტის შემდეგ გაჩენილი ფიზიკური სიმპტომები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს

• ტემპერატურა 380C-ზე მეტი, რომელიც არ იკლებს მედიკამენტოზური მკურნალობის მიუხედავად. თუ ტემპერატურა 48 საათი და მეტი რჩება, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.
• როგორი სისხლდენა ითვლება ნორმალურად ამ პერიოდისათვის?
  • სისხლდენა არ უნდა აჭარბებდეს ინტენსიურ მენსტრუალურ სისხლდენას;
  • დასაშვებია პატარა ზომის, მონეტის ან ყურძნის ფორმის კოლტები;
  • უფრო დიდი, მაგალითად, გარგარის ან ფორთოხლის ზომის კოლტები უკვე საშიში ნიშანია;
  • სისხლდენის ინტენსივობა არ უნდა იცვლებოდეს ან უნდა მცირდებოდეს. თუ სისხლდენა ძლიერდება – ეს უკვე საშიში ნიშანია; 
  • სისხლდენა შეიძლება გაგრძელდეს 3 დღიდან 5 კვირამდე პერიოდის განმავლობაში პროცედურის ჩატარებიდან; 
  • თუ სისხლდენა ძლიერდება ან გამონადენის ფერი ღია წითელისკენ იცვლება, რაც “ახალ” სისხლდენაზე მიუთითებს, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. მანამდე კი, თუ მძიმე ფიზიკური დატვირთვა გქონდათ ან გიწევდათ სიმძიმის აწევა, შეწყვიტეთ საქმიანობა და დაწექით, აწიეთ ფეხები. დარჩით საწოლში. დაე საქმემ მოიცადოს, შეუკვეთეთ პიცა სადილზე და ა.შ. თქვენ ახლახან ქირურგიული პროცედურა ჩაიტარეთ და ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკურად კარგად მოუაროთ თავს, არ არის საჭირო ახლავე ბევრი საქმის გაკეთება;
  • შეიძლება იყოს მცირედი მტკივნეულობა და სპაზმები, ან ნორმალური მენსტრუაციის ინტენსიური პერიოდისათვის დამახასიათებელ სპასტიურ ტკივილზე უფრო ძლიერი ტკივილი, მაგრამ თუ ტკივილი ძალიან ძლიერია ან არ მცირდება ტკივილგამაყუჩებლის მიღებისას, უნდა მიმართოთ ექიმს;
• გამონადენი, რომელიც შეიცავს ქსოვილებს;
• ცუდი სუნის ვაგინალური გამონადენი;
• მუცლის შებერილობა ან მტკივნეულობა;
• ორსულობის აშკარა ნიშნები, რომლებიც კვლავ რჩება;
• ნაწლავების ან შარდის ბუშტის ფუნქციური ცვლილებები, განსაკუთრებით ნაწლავების მოძრაობის დაქვეითება;
• სისხლის შემცველობა შარდში ან განავალში;
• სისხლდენა ინტრავენური კათეტერის დაყენების ადგილებიდან (ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფოს გამოძახება!)
• თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, გულისრევა;
• შესაძლებელია განვითარდეს აგრეთვე ფიზიკური გართულებები – ე.წ. „პოსტაბორტული სინდრომი“, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ყელის დახურვა უშუალოდ აბორტის შემდეგ ქსოვილებით ან კოლტებით. ეს საშიშია, რადგან ხელს უშლის საშვილოსნოს შიგთავსის ევაკუაციას, რის გამოც რთულდება საშვილოსნოს დაბრუნება ნორმალურ ზომებთან.
ოჯახზე ორიენტირებული მშობიარობა
გადაუდებელი კონტრაცეპცია
ოჯახის დაგეგმვის მეთოდები
საშიშროების ნიშნები
აღნიშნულ ვებ გვერდზე მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და აუცილებლად არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებასა და პოზიციას.