Logo
USAID: From The American People
ჩვენს შესახებ
მენიუ
ტექნიკური მიმართულებები
მენიუ
პუბლიკაციები
მენიუ
რუქები
მენიუ
ხშირად დასმული კითხვები
მენიუ
English language Georgian language Russian language




კონტრაცეპცია

ჩვენს შესახებ

ჯონ სნოუ, ინკ. _ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და განვითარების მართვის საკონსულტაციო ფირმა (ბოსტონი, მასაჩუსეტი, ამერიკის შეერთებული შტატები) – საქართველოში ახორციელებს პროგრამას “შენარჩუნება” აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ სამიზნე გეოგრაფიულ არეალში დასახული ამოცანების შესრულების ხელშეწყობა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით. “შენარჩუნების” პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან პროექტს, რომელიც დაიწყო 2009 წლის ოქტომბერში.

ჯონ სნოუ, ინკ. “შენარჩუნების” პროგრამის ფარგლებში მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე, მტკიცებულებებზე დამყარებული და ოჯახისადმი კეთილგანწყობილი სამეანო და ოჯახის დაგეგმვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ამ მიმართულებით კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაფართოვებას; მდგრადი, ხელმისაწვდომი ფინანსური მექანიზმების (სადაზღვევო დაფარვა) შემუშავების ხელშეწყობას; რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების ინსტიტუციონალიზაციას (სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებები, სამშობიარო სახლები); დიპლომამდელი განათლების (ექიმებისთვის, ბებიაქალებისთვის) რეფორმას; და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მომხმარებელთა განათლებას.


პროექტი მოიცავს შემდეგ ოთხ სტრატეგიულ ამოცანას:


  • კერძო სექტორის მიერ მოწოდებულ მომსახურებაზე, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სპეციფიკურ პროდუქტზე დამყარებული სოციალური მარკეტინგის მოდელების დანერგვა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის სერვისებისათვის.

  • კომერციული სექტორის მიერ კონტრაცეპტივების განაწილებისა და სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა ქცევის ცვლილების საკომუნიკაციო კამპანიების დასაფინანსებლად.

  • საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს მათ ავანგარდულ როლს ოჯახის დაგეგმვისა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების მიწოდების თვალსაზრისით.

  • ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თეორიული და პრაქტიკული მოდულების ინტეგრირება სამედიცინო უნივერსიტეტისა და საექთნო სკოლების სასწავლო პროგრამაში.

ოჯახზე ორიენტირებული მშობიარობა
გადაუდებელი კონტრაცეპცია
ოჯახის დაგეგმვის მეთოდები
საშიშროების ნიშნები
აღნიშნულ ვებ გვერდზე მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და აუცილებლად არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებასა და პოზიციას.