|
FAQ
| როგორ უნდა გვესმოდეს ოჯახის დაგეგმვა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა? |
|
|
|
| |
|
რეპროდუქციული ჯანმრთელობა მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხება რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობას ან ამ სისტემის პათოლოგიას. რეპროდუქციული ჯანმრთელობის მოთხოვნები იცვლება ადამიანის ცხოვრების მანძილზე. ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებულ საქმიანობებთან ერთად რეპროდუქციული ჯანმრთელობა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ოჯახის დაგეგმვის მომსახურების დაკავშირება დედის ჯანმრთელობის დაცვასთან (სამედიცინო მომსახურება ორსულობამდე, ორსულობის პერიოდში და მშობიარობის დროს), აივ/შიდსთან და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ინფორმაცია და სამედიცინო მომსახურება, აგრეთვე აბორტის შემდგომი მოვლა. იგი მოიცავს აგრეთვე რეპროდუქციული ჯანდაცვის პრობლემებს რეპროდუქციული სისტემის ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეების ჩათვლით. |
|
| რას ნიშნავს არასასურველი ორსულობა? |
|
|
|
| |
|
არასასურველია ორსულობა, რომელიც არ იგეგმება ან არადროულია ჩასახვის მომენტისათვის. იგი არ აღნიშნავს არასასურველ მშობიარობას ან ბავშვს, რომელიც არ უყვართ. არასასურველი ორსულობა აღნიშნავს იმას, რომ მშობლებს ნაკლები შესაძლებლობები აქვთ მოემზადონ ამ მნიშვნელოვანი მოვლენისათვის ფიზიკურად და ფინანსურად, მოახდინონ რისკების სწორი იდენტიფიკაცია და მართვა ორსულობის წინა პერიოდში, შეიტანონ სათანადო ცვლილებები დიეტაში, ივარჯიშონ, თავი დაანებონ თამბაქოს მოწევასა და ალკოჰოლის გამოყენებას და ყოველივე ამით უზრუნველყონ ჯანსაღი ორსულობა. |
|
| რატომ წარმოადგენს არასასურველი ორსულობა პრობლემას? |
|
|
|
| |
|
ზოგ შემთხვევაში არასასურველი ორსულობის შედეგად ბედნიერ ოჯახებში იბადებიან ჯანმრთელი ბავშვები. სხვა შემთხვევაში კი არასასურველ ორსულობას მოყვება ნეგატიური შედეგები ჯანმრთელობის თვალსაზრისით - მათ შორის აბორტი, გვიანი ან არაადექვატური პრენატალური მოვლა, ახალშობილის მცირე წონა დაბადებისას, თამბაქოს მოწევა და დედის დეპრესიული მდგომარეობა. ზოგჯერ არასასურველი ორსულობა დაკავშირებულია აგრეთვე ეკონომიკურ სიძნელეებთან და ოჯახის დაშლასთან. არასასურველი ორსულობების უმრავლესობა ხელოვნური აბორტით მთავრდება. |
|
| როგორ შევამციროთ არასასურველი ორსულობების სიხშირე? |
|
|
|
| |
|
ქალის უნარი თავიდან აიცილოს არასასურველი ორსულობა დაკავშირებულია მისი დაორსულების რისკის დონესთან, კონტრაცეპტული მეთოდის არჩევანთან, ორსულობის თავიდან აცილების მოტივაციის სიძლიერესთან და მის მიერ კონტრაცეპტივების გამოყენების რეჟიმთან. ეს ფაქტორები კი, თავის მხრივ, უკავშირდება ქალის დემოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, მის შეხედულებებს, სქესობრივი ცხოვრების მახასიათებლებს, აგრეთვე მის დამოკიდებულებებსა და გამოცდილებას ოსულობასა და კონრაცეფციასთან მიმართებაში. არასასურველი ორსულობების ნახევარზე მეტი აღინიშნება ქალებში, რომლებიც კონტრაცეფციის არც ერთ მეთოდს (არც ტრადიციულსა და არც თანამედროვეს) არ იყენებდნენ იმ თვეში, რომელშიც ჩასახვა მოხდა; ზოგჯერ ორსულობას ადგილი აქვს ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ამა თუ იმ კონტრაცეპტულ საშუალებას იმ თვეში, რომელშიც მოხდა ჩასახვა. არასასურველი ორსულობის პირველად მიზეზს წარმოადგენს კონტრაცეპტული მეთოდის არარეგულარული ან არასწორი გამოყენება. გამოკვლევები მიუთითებს, რომ კონტრაცეფციის მეთოდებიდან ყველაზე ეფექტურია ის მეთოდი, რომლის გამოყენებისას კლიენტი ყველაზე უფრო მოხერხებულად გრძნობს თავს. |
|
|